უპასუხეთ სახალისო და მარტივ შეკითხვებს, რომლებიც დიდ ცვლილებებს გამოიწვევს! გადადით ახალ დონეებზე, განბლოკეთ ბეჯები და გააზიარეთ თქვენი მიღწევები! თქვენი მოხალისეობრივი წვლილი აუმჯობესებს Google პროდუქტებს თქვენ გარშემო. ასწავლეთ Google ასისტენტს მნიშვნელობის უკეთ გაგება, გააუმჯობესეთ Google Translate თქვენს ენაზე და დაეხმარეთ Google Photos-ს ობიექტების ამოცნობაში. ეს მცირე წვლილია, რომლის შეტანაც შეგიძლიათ Google-ის როგორც ლოკალურად, ისე გლობალურად განვითარებისთვის.
გამოცადეთ საკუთარი თავი ამ ამოცანების ამოხსნაში, რათა შეუერთდეთ Google-ის კონტრიბუტორთა საზოგადოებას:
კულტურული ფოტოების შემოწმება: დაადასტურეთ სურათების კულტურული სიზუსტე, მარტივ „კი/არა“ კითხვებზე პასუხის გაცემით.
შეკითხვის გაგება: აირჩიეთ, რამდენად კარგად გესმით მოცემული კითხვის არსი.
სურათების შედარება: გვითხარით, რომელი სურათი უფრო მოგწონთ.
ხელით ნაწერის დადასტურება: გვითხარით, ემთხვევა თუ არა ხელით ნაწერი ნაჩვენებ ტექსტს.
ხელნაწერის წაკითხვა: გვითხარით, შეგიძლიათ თუ არა, დაადგინოთ რა წერია ხელნაწერში.
ხელწერის შედარება: შეადარეთ ხელწერის ორი სტილი, რომ აირჩიოთ სასურველი ვარიანტი.
წერტილის დადასტურება: დაადასტურეთ, რომ ცენტრალური წერტილი ნივთის თავზეა.
კერძების შედარება: შეადარეთ ორი კერძის სურათის მახასიათებლები.
აუდიო შემოწირულება: ჩაიწერეთ თქვენი ხმა მეტყველების ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად.
ფაქტები კერძის შესახებ: გვაცნობეთ, კერძს თუ რაიმე კონკრეტული მახასიათებელი აქვს.
კერძების ამომცნობი: გვითხარით, რა კერძია გამოსახული სურათზე.
სემანტიკური მსგავსება: განსაზღვრეთ, ორ ფრაზას თუ აქვს ერთი შინაარსი.
დიაგრამის გაგება: განსაზღვრეთ, გასაგები და სანდო თუ არის დიაგრამები.
გასრიალებით აკრეფა: კლავიატურაზე გასრიალებით აკრიფეთ ტექსტი, რომელსაც ხედავთ.
აუდიოს შემოწმება: მოუსმინეთ მოკლე აუდიოკლიპს და განსაზღვრეთ, რამდენად ბუნებრივად ჟღერს ის თქვენს ენაზე.
სურათის აღწერა: ჩაწერეთ წარმოდგენილი სურათის აღწერილობა თქვენი ხმით, რათა ხელი შეუწყოთ მეტყველების ტექნოლოგიის გაუმჯობესებას.
სურათის ლეიბლის დადასტურება: გვითხარით, სწორად არის თუ არა სურათები ტეგირებული.
სურათის გადაღება: შეაგროვეთ და გააზიარეთ ფოტოები მსოფლიოს თქვენი კუთხიდან.
თარგმნა: თარგმნეთ ფრაზები და სიტყვები სხვადასხვა ენებზე.
თარგმანის დადასტურება: მონიშნეთ სწორად ნათარგმნი ფრაზები.
ხელნაწერის ამოცნობა: შეხედეთ ხელნაწერს და აკრიფეთ ტექსტი, რომელსაც ხედავთ.
განწყობილების შეფასება: შეაფასეთ წინადადების განწყობილება დადებითად, უარყოფითად ან ნეიტრალურად.
გონიერი კამერა (საჭიროა Android Lollipop 5.0 და უფრო ახალი ვერსია): მიმართეთ კამერა ობიექტს და შეამოწმეთ, მოახერხებს თუ არა მის ამოცნობას.
ყოველი პასუხის გაგზავნით თქვენ ზრდით Google-ის პროდუქტების სამომავლო ინკლუზიურობას. გაწეული დახმარებისთვის თქვენ, ასევე, მოგენიჭებათ ისეთი პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, როგორებიცაა კონტრიბუტორების ლოკალურ შეკრებებზე დასწრება, ექსკლუზიური მოსაწვევები Google-ის თანამშრომლების ონლაინ Hangouts-ებში და Crowdsource-ის სოციალურ ქსელებში წარმოჩენა. დაუთმეთ დრო ლოკალური საზოგადოებისთვის Google-ის გაუმჯობესებას სადაც არ უნდა იყოთ — მატარებელში, ავტობუსის გაჩერებასა თუ რიგში.